|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 19 ქუთაისზე მოდის. ამის შესახებ თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ახალ შემთხვევებათა დიდი წილი ისევ აჭარაზე მოდის. 

„196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 - გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 3502 დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა