|
  • EUR 1 = GEL 3.8094
  • USD 1 = GEL 3.2242
|

ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში გამოვლინდა. დედაქალაქში 31 ახალი შემთხვევაა. 

„ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1"- აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

 ქვეყანაში  დღეს კორონავირუსით ინფიცირებული  ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.

 

ამ დროისათვის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1534 გახდა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა