ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გადმოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც " ნიუპრესს" კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.
პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 5 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები "-განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, 52-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




22:32
19:44
20:45
16:10
20:29
















