|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მერიის, ააიპებისა და შპს-ების პიარში 153 000 ლარი იხარჯება"

ქუთაისში მერიის, ააიპებისა და შპს-ების პიარში ქალაქის ბიუჯეტი 153 000 ლარი იხდის. მერიის შესაბამის უწყებებში საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას 22 თანამშრომელი უზრუნველყოფს. საკითხით საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი დაინტერესდა. "ნიუპრესზე" გასული მასალის შემდგომ მეშველიანმა ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც ჩვენი მოთხოვნის პასუხად  მერიამ  არ მოგვაწოდა.

მეშველიანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მერიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში სამი თანამშრომელია გაფორმებული. განყოფილების უფროსის სახელფასო ანაზღაურება 1300 ლარს შეადგენს, თანამშრომლების კი 1100 და 900 ლარით განისაზღვრა.  ინფორმაციაში მითითებული არ არის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც, სავარუდოდ, შტატგარეშე თანამშრომელია. სამი თანამშრომლის  წლიური ხელფასი 39 600  ლარია.

საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის 18 თანამშრომელია მერიის ააიპებსა და შპს-ებში.  მერაბ მეშველიანის განცხადებით, კულტურის ააიპს ყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ამასთან, ამავე სტატუსის თანამშრომლები  ფილიალებში არიან დასაქმებული.

ჯამში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ააიპებისა და შპს-ების აღნიშნულ სამსახურებში სახელფასო ანაზღაურების სახით 113 400 ლარი გაიცემა. მეშველიანის თქმით, პიარის სამსახურის არსებობა აუცილებელია, თუმცა გასარკვევია, რამდენად არის საჭირო ამდენი თანამშრომელი.

„ზოგადად, გამჭვირვალობის მიზნით, რა თქმა უნდა, ააიპს და შპს-ს უნდა  ყავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი, მაგრამ არ უნდა მოხდეს დუბლირება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კულტურის ააიპს ყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ამავდროულად მის ფილიალებში ამ მიმართულებით 6 ადამიანი ყავთ გაფორმებული. ასევე სამი თანამშროემელია „სპეციალურ სერვისებში“. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მის მიერ გადახდილი თანხა, ჭირდება თუ არა ამდენი ერთი და იგივე რანგის თანამშრომელი? რადგან გააქტიურეთ ეს თემა,  საზოგადოებას მინდა ვამცნო,  ქუთაისში მერიის, ააიპებისა და შპს-ების პიარში ხელფასის სახით 153 000 ლარი იხარჯება“, -აცხადებს მერაბ მეშველიანი.

მერიაში მიმდინარე წელს რანგირების მიხედვით ხელფასები გაიზარდა, ამასთან თვითმმართველობაში პერიოდულად სახელფასო დანამატი და პრემიაც გაიცემა.

შეგახსენებთ, მერიის ააიპებსა და შპს-ებში პიარის მიმართულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" გამოითხოვა, თუმცა იმ დროისთვის, მერიამ ინფორმაცია არასრულად მოგვაწოდა.

 

რა თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ააიპების და შპს–ების პიარში?

"ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა" - მერაბ მეშველიანი

"ქუთაისში ხელფასები "ქართული ოცნების" წევრებს და მათ ახლობლებს გაეზარდათ"

ქუთაისის მერიამ სახელფასო დანამატის სახით მაისში 14 131 ლარი გასცა

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა

 ქუთაისის მერიამ ორ თვეში 23 ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატი გასცა

რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა