|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ

ქუთაისში,  თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მეტალურგიული ქარხნის "ჰერკულესის" მიერ  გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ.  მათი თქმით, საწარმო გარემოს აბინძურებს, ადგილობრივი მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან გამონაბოლქვი მათ კორპუსებში შედის. როგორც ისინი აცხადებენ,  მდგომარეობა ზაფხულში განსაკუთრებით მწვავდება.

"ზაფხულში განსაკუთრებით აუტანელი ხდება აქ ცხოვრება, გაჭვარტლულია სახლები, ბავშვები ეზოში ვერ ჩადიან სათამაშოდ. მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ“-აცხადებენ ადგილობრივები. 

მოსახლეობის თქმით,  ქარხანას არ აქვს ფილტრები, რასაც ისინი გასულ წლებშიც აპროტესტებდნენ. ქარხნის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

ქართულ-ინდური კომპანია "ჰერკულესი" 2009 წელს გაიხსნა. საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურებას მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი მათი პრეროგატივა არ არის და გარემოს დაცვის სააგენტოს ეხება. 

"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა