|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქეების მიერ შერჩეული 4 პროექტი გამოვლინდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა.  

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით 4 გამარჯვებული იდეა გამოვლინდა: 

1. საფეხმავლო და ველო ბილიკები - თამაზ ბაბუნაშვილი;

2. საბავშვო მინი-პარკი - ეკატერინე საკანდელიძე;

3. მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი;

4. საზაფხულო კინოთეატრი - ლევან ბიბილეიშვილი. 

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.  

პროექტი „ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა