|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში N 29 საბავშვო ბაღის შენობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაყიდვის მიზნით მიზანმიმართულად გაანადგურა"

ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაღი მიტოვებული და განადგურებულია, ბაღის აღსაზრდელები კი კერძო სახლში განთავსებულ შენობაში დადიან, რისთვისაც ქალაქი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3000 ლარს ქირის სახით იხდის. ადგილზე დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი  ანდრო ლოსაბერიძე მივიდა და N 29 საბავშვო ბაღის შენობის მიზანმიმართულად განადგურებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა. 

ლოსაბერიძის განმარტებით, შენობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ მოტივით დაკეტა, რომ მოხდებოდა მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ან ახლის აშენება. ამის ნაცვლად, იყო მცდელობა, შენობა გაყიდულიყო, რასაც მიმდებარე ქუჩის მცხოვრებელთა პროტესტი მოყვა.  მათი მონდომებით შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

,,როგორც ხედავთ, შენობა მიტოვებულია და აღდგენის ნაცვლად საბოლოო განადგურებისთვისაა განწირული. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის და მავნებლობის შედეგი. ეს ხელიოსუფლება  ვერ უზრუნველყოფს სკოლამდელი ბავშვებისათვის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ჯეროვნად უზრუნველყოფას. ჩვენი გუნდი შეეცდება აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა და აღსაზრდელებთან ერთად პედაგოგებისა და აღმზრდელების ყოფითი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენ ვგეგმავთ პერსონალის სახელფასო უზრუნველყოფის გაორმაგებასაც",- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა