|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში N4 პოლიკლინიკის რეაბილიტაციას ხელვაჩაურში რეგისტირებული კომპანია მოახდენს

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირი N19-ში მდებარე, შ.პ.ს. „ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის“ სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერში NAT200001383 წინადადებების მიღება დასრულდა.

229 ათასი ლარად შეფასებული სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში დარეგისტრებულმა კომპანიამ  შპს "თა-ზო" სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნა 183 201 ლარის სანაცცვლოდ გამოთქვა.

ამ დროისათვის გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს. 

 N4 შერეული პოლიკლინიკის ფილიალი სულხან საბას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზეა განთავსებული.

 სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 127 (ას ოცდაშვიდი) კალენდარულ დღეში უნდა ჩატარდეს.

ავტორი: ნიუპრესი