|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ნიკეა-ავანგარდის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 995 262 ლარი გამოიყო

ქუთაისში, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა ამ დრომდე დაუსრულებელია. ორი წლის წინ მიტოვებული სამუშაოების დასრულება  საავტომობილო გზების დაპარტამენტს დაევლა.  საგზაო დეპარტამენტმა სამუშაოებისთვის 3 995 262 ლარი გამოყო და ტენდერი [190014067] გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელი 2.741 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია უნდა მოახდინის. 

გზის მონაკვეთზე სამუშაოებისთვის ტენდერი მერიამ (SPA170006587) 2017 წლის მაისში გამოაცხადა და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

ამხანაგობამ "მშენებელი"  2 816 448 ლარიან ტენდერში მონაწილეობა 2 253 159 ლარად მიიღო და ბოლო შეთავაზებით, 1 799 999 ლარად, თითქმის მილიონით ნაკლები თანხით გაიმარჯვა. რამდენიმე თვეში კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ განახორციელა, რის გამოც 2018 წლის 1 ივლისიდან მერიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და პირობების დარღვევის გამო პირგასმატეხლო დააკისრა. ამასთან მერიის იურისტის მტკიცებით, უკვე მზადდებოდა სარჩელი და კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავდნენ. 

მერიის ინფორმაციით,სასამართლოში სარჩელი შეტანილია, თუმცა როდის ჩაინიშნება სხდომა, უცნობია. მერიამ კომპანიისგან  1 954 085 ლარის გადახდა მოითხოვა. 

ქუთაისის ნიკეა–ავანგარდის დამაკავშირებელი გზის ბუნდოვანი პერსპექტივა [PHOTO]

 

ავტორი: ნიუპრესი