|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ორი ადამიანი დენის დარტყმას ემსხვერპლა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ რკინიგზის ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან, რომლებიც თავიანთ ქსელში სამუშაოებს ასრულებდნენ.

დაშავებულია კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა