|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ორმაისობის ღონისძიებები მიმდინარეობს

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, ასევე ტრადიციულად მოხდა "სამი ოთარის" ძეგლის პატივგება.

დღეს ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ძირითადი ნაწილი ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ გაიმართება.

მოწყობილია გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, ასევე მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც ქუთაისში ყოველ წელს 2 მაისს აღინიშნება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა