|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კომკავშირის ქალაქკომის ყოფილი შენობა ძველ იერ-სახეს შეინარჩუნებს

ქუთაისში ყოფილი "კომკავშირის ქალაქკომის" შენობა, რომელიც მესხიშვილის თეატრის უკან, ნიუპოტისა და ბროსეს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, რეკონსტრუქციის შემდეგ ძველ იერ-სახეს შეინარჩუნებს.

  "ქაჯაიას შენობის" სახელით ცნობილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციო და ამორტიზირებული იყო. გასულ წელს შენობას ახალი მფლობელი გამოუჩნდა.  კომპანია  შპს "გუდლაინი" 2011 წელს არის რეგისტირებული და მისი 20%-იანი წილის მფლობელი საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას მეუღლე ხატია სირბილაძეა. 

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაგან შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისათვის ნებართვა მიიღო.  პროექტის თანახმად, შენობა იერ-სახეს არ შეიცვლის, მხოლოდ ერთი სართული დაემატება.  ადგილზე ოთხსართულიანი სასტუმრო მოეწყობა. შენობაზე ამჟამად მეოთხე სართულის დამატების სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სასტუმტოს გახსნა 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა