|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართული ესტრადის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 10 დეკემბერს  ერეკლე დიდიას  საავტორო საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ:  თაკო გაჩეჩილაძე, ქუჩის ბიჭები, სეიშენი, ნინი ბადურაშვილი, ეკა მამალაძე, სალომე ბაკურაძე და სხვები.

კონცერტზე დაუკრავს კამერული ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. 

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი