|
  • EUR 1 = GEL 3.8057
  • USD 1 = GEL 3.214
|

ქუთაისში "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა ქუთაისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან. დაპირისპირება ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლას მოყვა.

"ქართული ოცნების" წევრების და მხარდამჭერების განცხადებით, ოპოზიციის ქუთაისში გადაადგილებას და მსვლელობას არ დაუშვებენ.

ისინი ოფისიდან გამოსულ ლიდერებს სიტყვეიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მიახლოების უფლებას კი სამართალდამცველები არ აძლევენ.

ადგილზე მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრებიც იმყოფებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.58%
უარყოფითად - 49.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 8.91%
სულ - 101 ხმა