|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ღვინის დღე ქუთაისში (ფოტო)

ქუთაისში ქართული ღვინის დღე აღინიშნა. ღონისძიება სამეფო კომპლექსის, ,,ოქროს ჩარდახის“ ეზოში გაიმართა, სადაც  მოეწყო გამოფენა-გაყიდვა და აუქციონები. ღონისძიებისთვის ღვინის მწარმოებლები სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსული, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ახდენდნენ. ღონისძიებაზე გამოიფინა  ფოტოები, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების, ასევე ღვინო-პროდუქციის. გაიმართა ფოლკლორულ-კულტურული ღონისძიებები. ფესტივალი საქართველოს სოფლის მეუნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

"მე ჩამოვედი თერჯოლიდან, ჩამოვიტანე "ოჯალეში". ძალიან მომწონს ჩემი ღვინო უცხოელ ტურისტებს, მიხარია, რომ ასეთი ფესტივალი ტარდება " , - აღნიშნა  ზურაბ ღვალაძემ.

 ღვინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ  ქართველებს დღევანდელი დღე მიულოცა. 

"ყველას ვულოცავ ღვინის ფესტივალს. ეს დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია.  ჩვენ სტუმრად გვყავს უკრაინელი სტუმრები, რომლებიც აღფრთოვანდნენ ჩვენი ღვინით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა მურღულიამ.

ღვინის ფესტივალი საქართველოს  სხვადასხვა ქალაქებში  ერთდროულად მოეწყო. ღონისძიებაზე ქართული ღვინის სახეობებია წარმოდგენილი.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, 4 ოქტომბერს "ქართული ღვინის დღე" აღინიშნება.

   

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა