|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეგიონული ბიზნეს-კონფერენცია მოეწყო

ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით ქუთაისში რეგიონული ბიზნეს-კონფერენცია მოეწყო.
ღონისძიება პროექტის ,,საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენება - დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფონდი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ბიზნეს-კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო. 
ღონისძიებაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა