|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები შეიცვალა. სატენდერო დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ კომპანია "ორიენტირმა" დამატებით ოცდღიანი ვადა ითხოვა.

სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ახლა კი  სამუშაოების დასრულების ვადად 15 სექტემბერია მითითებული. 

მერიაში განმარტავენ, რომ დროის განახგრძლივება გაერთიანებული წყალმომარაგების გაერთიანების ქვეკონტრაქტორი კომპანიის SMK-ს  დაგვიანებულმა მუშაობამ გამოიწვია.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ  SMK-მ დააგვიანა სამუშაოები. ამ შეფერხების გამო მოხდა ვადის გახანგრძლივება, პროექტში მხოლოდ ოცდღიანი ცვლილება შევიდა", -განაცხადეს მერიაში.

მათი თქმით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მხოლოდ ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო.

სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს.  რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დაიწყო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა