|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან წყლის ჭავლმა ამოხეთქა

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე სააპელაციო სასამართლოს წინ მთელი დღის განმავლობაში წყალი იღვრება. სავარაუდოდ, სასმელი წყლის მილია დაზიანებული, საიდანაც წყალი შადრევანივით ამოდის. დაზიანებული მილის შესაკეთებლად  ამ დრომდე  არავინ მისულა.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე სასმელი წყლის მილი რამდენიმე თვის წინ იყო დაზიანებული და შეაკეთეს. სავარაუდოდ, დაზიანება იმავეა ადგილზეა.  

როგორც  „ნიუპრესს“ გაერთიანებული  წყალმომარაგების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლელა კიკალეიშვილმა განუცხადა,  პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ. მისი თქმით, დაზიანებული მილის შეკეთება დღის ბოლომდე მოხდება.

 

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა