|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დღეიდან დაიწყო. სამუშაოებს  მერიის ააიპი "ქუთგანათების სერვისი" ასრულებს. 

ააიპის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის ინფორმაციით, ნაძვის ხე ცენტრალური მოედნის გარდა, ქალაქში ათამდე ლოკაციაზე განთავსდება. 

"არის რაღაც ნოვაციები შარშანდელთან შედარებით, წელს ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე, 8 კუნძულია ასეთი, ნაძვის ხეები დაიდგმება, გარდა ამისა, იქნება ცენტრალური ნაძვის ხე.  მოხდება ძველი აქსესუარების აღდგენა და ქალაქის ტერიტორიაზე განთავსება, თუმცა იქნება სიახლეც", -განაცხადა ბასილაძემ. 

 მისი თქმით, ცენტრალური ნაძვის ხის კონსტრუქცია უცვლელი დარჩება, თუმცა ახალი მორთულობებით გაეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი ნაძვის ხე მოირთვება. 

 ბასილაძის თქმით, ნაძვის ხის ანთება, სავარაუდოდ, 25 დეკემბერს მოხდება.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში,  საახალწლო მორთულობის შესაძენად მერიამ 109 873 ლარი გამოყო.  ახალი წლის ფეირვერკის შესაძენად მერიამ კი 16 408 ლარი გადაიხადა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა