|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საფეხბურთო ტურნირი იწყება

ქუთაისში დღეს საფეხბურთო ტურნირი იწყება, რომელიც დავით თოხაძის ხსოვნის საპატივცემულოდ იმართება. შეჯიბრი სტარტს  საფეხბურთო სკოლა "იმერეთის" ბაზაზე აიღებს, სადაც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 2003-2004 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის ორგანიზატორია ქუთაისის  მერიის სპორტის განყოფილება. ტურნირი ჯგუფური სისტემით გაიმართება და 27 ივნისს დასრულდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა