|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეურაცხყოფას გვაყენებენ და ხელფასებს არ გვიხდიან" - ქუთაისში სამკერვალო "ქუთექსის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სამკერვალო საწარმოს "ქუთექსი" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. სამკერვალოში დასაქმებულები არასათანადო პირობებს და უხელფასობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია არღვევს ხელშეკრულების პირობებს.

"არასათანადო პირობებში ვმუშაობთ, არ არის ვენტილაცია, არ არის დასვენების დღეები, გვაყენებენ შეურაცხყოფას და არ გვიხდიან ხელფასებს. გვეუბნებიან, რომ წუნდებულ ტანსაცმელს ვკერავთ, 350 ლარია საშუალო ხელფასი და იმასაც არ გვიხდიან. საპირფარეშოთი სარგებლობაც გვეკრძალება, თუ შესვენების დრო არაა", - განაცხადა თეა ცნობილაძემ.

მათი თქმით, საწარმოში 120 ადამიანი მუშაობს და პროტესტს ყველა უერთდება.

ადგილზე პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებიან. ირაკლი მხეიძის თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება,  დავა სასამართლოში გაგრძელდება.

საწარმო "ქუთექსი" ქუთაისში,  გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს. 

შ.პ.ს. „ქუთექსში“ 15 ივლისს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირში შემავალი პირველადი პროფკავშრული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელმაც დახმარებისათვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისს მიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი