|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" ჯიხური გატეხეს

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" ჯიხური გატეხეს. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

ჯიხურის თანამშრომლის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები, თუმცა რა ოდენობის უცნობია.

მისი თქმით, ჯიხურში თანხა არ იყო.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინიალისტები მუშაობენ.

დაწყებულია მოკვლევა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი