ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი ”ქარვასლა” გაძარცვეს
ქუთაისში სავაჭრო ცენტრში ”ქარვასლა” არსებული ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველი გვიან ღამით სავაჭრო ცენტრში შეიპარა და ტექნიკის მაღაზია გაძარცვა. როგორც ”ნიუპრესს” წყარომ განუცხადა, დაკარგულია რამდენიმე მობილური ტელეფონი, მათ შორის 2 "აიფონის" მარკის.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.
სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი გამორიცხავს, ღამის საათებში შენობაში უცხო პირის შესვლის შესაძლებლობას.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა