|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი პირველი მარტიდან გაძვირდება" - ტრანსპორტის მძღოლი [VIDEO]

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების სავარაუდო გაძვირებას უარყოფს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი. მისი თქმით, ეს  არის  „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული პროვოკაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადება არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ დაძაბულობა შექმნან მოსახლეობასა და სფეროში დასაქმებულთა შორის. ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების პრობლემები, თუმცა, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია.  მაქსიმალურად  ვცდილობთ, მივიღოთ, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, პირველ რიგში, იქნება მოსახლეობაზე გათვლილი. ასევე  დავიცავთ სფეროში დასაქმებული ადამიანების ინტერესებსაც",- განაცხადა ცხვედიანმა.

 

 

 

მისივე თქმით,  არც გადამზიდებისათის დაწესებული წლიური  მოსაკრებლის შემცირება  იგეგმება.

„თუ ვინმესთვის მიუღებელი იყო კონკურსში მონაწილეობა ფასის  გამო, ის არ გამოვიდა კონკურსზე, თუმცა დაფიქსირდა კონკურენცია, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. მოსაკრებლის 40 000 ლარით შემცირება ნიშნავს,  რომ სახელმწიფომ დაკარგოს ეს თანხა, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

მიუხედავად ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის განცხადებისა, საზოგადოებივი ტრანსპორტის მძღოლები ფასების მატებას 1 მარტიდან ელოდებიან.

მათი თქმით, მერიაში დაპირდნენ, რომ ტარიფები 1 მარტიდან გაიზრდება და ავტობუსების ფასი 50 თეთრი, ხოლო სამარშუტო ტაქსების 60 თეთრი გახდება.

"მერიაში დაგვპირდნენ, რომ ტარიფები 1 მარტიდან გაიზრდება, სავარაუდოდ, ავტობუსების ფასი 50 თეთრი, ხოლო მარშუტების 60 თეთრი გახდება".

 

 შეგახსენებთ, აღნიშნულთან დაკავშირებით,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა