|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, სკოლა "პროგრესში" ევაკუაცია გამოცხადდა

ქუთაისში სკოლა "პროგრესში" ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ქართულ-ამერიკული სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა.

სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა და 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა