ქუთაისში საბავშვო ბაღების სამზარეულოებისა და სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება
ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება.
მერიამ პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებაც 27 ათასი ლარია.
როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს, სამუშაოები 32 საბავშვო ბაღში ჩატარდება. ბაღების ნაწილში იგეგმება ინკლუზიური საპირფარეშოების მოწყობაც, რაც ფინანსების მოძიებაზეა დამოკიდებული.
ინფორმაციისთვის ქუთაისში 37 ბაგა-ბაღი და 9000-მდე აღსაზრდელია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა აღდგეს თუ არა COVID-19 გამო შეჩერებული საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა?
კი - 52.56%
არა - 41.03%
არ ვიცი - 6.41%
სულ - 78 ხმა