|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თბილისის ქუჩა სამი თვით გადაიკეტება

ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება.
 
გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან, გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.
 
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
 
თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილსადენმშენი" შეასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 მლ 56 000 ლარია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა