|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტროტუარებისა და ქუჩების სავალი ნაწილის შეკეთებისათვის 660 ათასი ლარი გამოიყო

2020 წელს ქუთაისში ტროტუარებისა და ქუჩების სავალი ნაწილის პერიოდული შეკეთებისათვის 660 ათასი ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში NAT190023779 მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ "დაგი+" მიიღო. 

 კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა დიდი ალბათობით გამარჯვებულად აღნიშნული კომპანია გამოცხადდება. 

გამარჯვებული კომპანია 2020 წელს  ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით, ბეტონისა და გრანიტის ფილებით პერიოდული შეკეთებითი სამუშაოების მთელი წლის განმავლობაში შეასრულებს.

სატენდერო პირობების თანახმად,  ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით პერიოდული („ორმოული“) შეკეთებითი სამუშაოები არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. გრანიტის ფილების საფარის პერიოდული შეკეთებითი სამუშაოები არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. ბეტონის ფილების საფარის პერიოდული შეკეთებითი სამუშაოები არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

გასულ წელს აღნიშნული სამუშაოებისათვის, ჯამში 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

ავტორი: ნიუპრესი