|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კიკვიძის ძეგლის აღების მიზნით მოსახლეობამ მერიას წერილობით უნდა მიმართოს"

ქუთაისში კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულომ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, მოქალაქეების ინფორმირებულობა არ მომხდარა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან დაანონსებული შეხვედრა არ გამართულა და ადგილობრივებთან შეხვედრა უახლოეს მომავალში მოხდება.

"გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ჩატარდა. რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრას, ახლო მომავალში იგეგმება თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან  და შეფასებებს მოისმენენ", - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ძეგლის აღების საკითხს საკრებულო ვერ გადაწყვეტს და მოსახლეობამ მერიას წერილობით უნდა მიმართოს.

"ძეგლის აღების თემას საკრებულო ვერ გადაწყვეტს. მოსახლეობამ მერიას უნდა მიმართოს წერილობით, შემდეგ ეს განცხადება განსახილველად შემოვა ქონების მართვის კომისიაზე. ამ ეტაპზე მერიაში განცხადება შესული არაა",- განაცხადა პრესსამსახურმა. 

მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ძეგლის აღების მოთხოვნით მოსახლოებას ოფიციალურად არ მიუმართავს. 

შეგახსენებთ, ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას საზოგადოების ნაწილი მოითხოვს. მათი თქმით, წითელი არმიის გენერლის ადგილი ქუთაისში არ არის. 

მოსახლეობის აზრის შესასწავლად საკრებულომ გამოკითხვა ჩაატარა.  მოქალაქეებს არჩევანი კიკვიძისა და გამსახურდია-კოსტავას ძეგლებს შორის უნდა გაეკეთებინა. მონაწილეთა დიდმა პროცენტმა ხმა ძეგლის აღებას მისცა.

 

გამსახურდია-კოსტავასა და კიკვიძის ძეგლების თემაზე ონლაინ გამოკითხვის შედეგი გადამწყვეტი არ არის

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა