|
  • EUR 1 = GEL 3.4247
  • USD 1 = GEL 3.0567
|

ქუთაისში ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინებით შეამკეს

 დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში ტრადიციულად მერაბ კოსტავას ძეგლთან შეკრებით იწყება. საქართველოს ეროვნული გმირის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ძეგლი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად  ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს. 

„სიმბოლურია, რომ 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა, რომლის სახელსაც უკავშირდება თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის კონსოლიდაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ყავდა თავისი ეპოქის გამორჩეული გმირები, ადამიანები რომლებიც თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის. ეს სულისკვეთება თაობიდან თაობას გადაეცემა" , - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.

საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. 

ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მონდომების შედეგად 2008 წელს დაიდგა. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 63.16%
უარყოფითად - 36.84%
მიჭირს პასუხის გაცემა - 0%
სულ - 38 ხმა