|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს

ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობამ დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ადგილზე ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. 

ადგილობრივების განცხადებით, არ დაუშვებენ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას, რადგან ის საფრთხეს უქმნის მიმდებარე სოფლებს.

"არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და მათ მშენებლობის ნება მივცეთ. არც დღეს და არც მომავალში ჩვენ მოლაპარაკებაზე არ წავალთ. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნა არ აინტერესებს. მოაწყონ ისეთ ადგილზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. ნაგავსაყრელი  დააბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ჰაერსა და საფრთხე შეგვექმნება, როგორც ადამიანებს, ასევე ბუნებას და ცხოველებს. 
ხელმოწერები შევაგროვეთ პროექტის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა არ აინტერესებთ"-განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, რომ სამუშაოები მარტიდან დაიწყება. 

ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა