|
  • EUR 1 = GEL 3.4247
  • USD 1 = GEL 3.0567
|

რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება იმერეთს და როგორ განაწილდება საარჩევნო ოლქები?

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
 
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. იმერეთში მხოლოდ 4 ოლქია. ცალკე ოლქად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის მუნიციპალიტეტი. სხვა ოლექები შემდეგნაირად გადანაწილდება. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, გაერთიანდება ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ერთად არის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 63.16%
უარყოფითად - 36.84%
მიჭირს პასუხის გაცემა - 0%
სულ - 38 ხმა