|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს"

ქუთაისში "ქართული ოცნების" პლაკატების უკუღმა გაკვრის ფაქტს მმართველი პარტიის შტაბი გამოეხმაურა. 

"აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა"-განაცხადა "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა ლატარიამ.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში  "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატის თავდაყირა დაკიდებული პლაკატების ფოტოები გავრცელდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა