|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ფიქრობენ ქუთაისში "ქართული მარშის" შესახებ?

რას ფიქრობენ ქუთაისელები უცხოელების მიმართ გამოხატული რადიკალური პოზიციის მიმართ? - ამ კითხვით "ნიუპრესმა" გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, საზოგადოებას უფლება აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია, ამასთან უცხოელების შემოსვლა და მათი ქვეყანაში გადაადგილება კანონით უნდა დარეგულირდეს. ნაწილი კი აცხადებს, რომ უცხოელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქვეყნის განვითარებაზე ცუდად იმოქმედებს.  

შეგახსენებთ, 14 ივლისს თბილისში "ქართული მარში" გაიმართა. აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილებმა  უცხოელების მხრიდან ქართველებზე ძალადობა და კულტურული ძეგლების შეურაცხყოფა, ასევე უცხოელების მასობრივი და კომპაქტური ჩასახლება გააპროტესტეს. მათი თქმით, დასახვეწია კანონმდებლობა და ხელისუფლებამ დროული ნაბიჯები უნდა გადადგას და გაამკაცროს საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის წესი და მოქალაქეობის მიღება.  

მათი თქმით, თუ ხელისუფლება ერთ თვეში მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ქართველთა მარში ისევ ჩატარდება და მას უფრო რადიკალური ფორმა მიეცემა.  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა