|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა თანამშრომლის გამო ბოდიში მოიხადა?

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მირანდა კუპრავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. თუმცა, თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტის გამო ბოდიშის მოხდა თავად ქუთაისის მერს მოუხდა.

რამდენიმე დღის წინ მირანდა კუპრავამ თანაქალაქელებს კითხვით მიმართა და მოუწოდა მათ არჩევანი გაეკეტებინათ ძაღლების საერთაშორისო გამოფენასა და კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის კონცერტს შორის. კუპრავას განცხადება, საზოგადოების ნაწილმა მარიკა კვალიაშვილის შეურაცხყოფად მიიღო და მისი ავტორისაგან  ბოდიში მოხდა მოითხოვა. კუპრავამ ბოდიში დაგვიანებით მერისა  და მარიკა კვალიაშვილის წინაშე მოიხადა. მერს მისი სტატუსის გამო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნის გამო მოუბოდიშა.

"დღეს მიტევების დღე არ არის, მაგრამ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი გუშინდელი სტატუსის გამო პირველ რიგში ჩემი ქალაქის მერს შოთა მურღულიას. ბოდიში ბატონო შოთა, რადგან ჩემს გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით და თავის მართლება, ან მობოდიშება მოგიხდათ. ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს, რომელსაც ჩემდაუნებურად შეურაცხყოფა მივაყენე. ნამდვილად არ მინდოდა ქალბატონო მარიკა, თქვენი წყენინება. მე საჯარო მოხელე ვარ და ბიუჯეტის სწორად განკარგვის მიზნით შევეცადე მოკლე კვლევა გამეკეთებინა. სამწუხაროდ, არასწორი ფორმულირებით გამომივიდა. არ მინდოდა ჩემი სტატუსის გამო თქვენი ჯანმრთელობა შემერყია. გთხოვთ, მომიტევოთ ეს უნებლიე საქციელი. რაც ქალაქის სამსახურში ვარ, ჩემი პირადი ცხოვრება ქალაქის ცხოვრებას შეუერთდა და მუდმივ რეჟიმში ვცდილობდი, რაღაც შემეცვალა. რაღაც წვლილი შემეტანა და ჩემი ქუთაისი იმ ქუთაისის გზაზე დამეყენებია შოთა მურღულიას და ნოდარ მიქიაშვილის დახმარებით და მხარდაჭერით, რომელ გზაზეც ოდესღაც, პატარა პარიზად წოდებული იდგა. p.s. ზოგჯერ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული კონკრეტული ქმედებები. როცა მოსაბოდიშებელ სტატუსს ვწერდი, შუქი წავიდა და ესეც დამიგვიანდა"–წერს კუპრავა. 

თუმცა თავდაპირველად კუპრავა აცხადებდა, რომ მას მომხდარის გამო ბოდიში არ ქონდა მოსახდელი და მობოიშებას პირიქით,  მისი "წარმატების მოშურნეებისაგან" ელოდა, რომლებმაც მისი განცხადების გამო გააკრიტიკეს.

არსებული ინფორმაციით, შოთა მურღულიამ მომხდარის გამო ბოდიში კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს მოუხადა.

 

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა