|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონებში პროექტების უმეტესობას "საბა კონსტრაქშენი" და "დაგი" განახორციელებენ

“განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 15 გამოცხადებული ტენდერიდან 11-ში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც მანამდეც ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებს იგებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 
 
ორგანიზაციის კვლევების  თანახმად,  “განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 500 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 350 მლნ – ბიუჯეტის, ხოლო 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსებაა.
 
15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს საბა კონსტრაქშენი გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
 საბა კონსტრაქშენი წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებდა.
 
 5 შემთხვევაში გამარჯვებული შპს დაგი გახდა, მას კონკურენტი არცერთ ტენდერში არ ჰყოლია.
 
 შპს დაგი “ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრია და სახელმწიფო სტრუქტურებთან საკმაოდ ძვირადღირებული ტენდერები აქვს გაფორმებული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა