|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრის შემდეგ. 
 
მედიაციის პროცერსი ონლაინ ფორმატში გაიმართა და ის რამდენიმე საათს გაგრძელდა.  მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

დავით თვალაბეიშვილით თქმით, შეხვედრაზე სამ ძირითად მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოხდა რკინის კედლის დემონტაჟი. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას. ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

ხოლო მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტების გათავისუფლებაა.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. 

„ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა