|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში პოლიციამ მოქალაქეების გადაადგილება რკინის ჯებირებით შეზღუდა

რიონის ხეობაში  ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. კარავი ორ ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

კვლავ შეზღუდულია გადაადგილება გუმათში, სადაც სამართალდამცველებმა ჯებირები განათავსეს.

როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რა პრონციპით არჩევს პოლიცია იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების უფლებას აძლევენ.

პროტესტის მონაწილეებს დღეს სოლოდარობა გამოუცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. ის აქციის მონაწილეებს შეხვდა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ჰესის მშენებლობას მოყვება.

 შეგახსენებთ, ხეობაში უწყვწეტი პროტესტი 161 დღეა მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა