|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონში ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ

ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რიონის ხეობაში გრძელდება. პროცესში მყვინთავები ჩაერთნენ.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე რვა ნავია მობილიზებული. სამძებრო ოპერაციაში მაშველების სხვადასხვა რეგიონიდან ჩართვა გახდა საჭირო.

გვიან ღამით ადგილზე კარავი გაიშალა, სადაც საგანგებო შტაბი მოეწყო.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გუშინ შევიდა და გაუჩინარდა. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია ადგილზე მყოფებისთვის, რომლებიც მას კარგად არ იცნობდნენ.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა