|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როდესაც ცემის კვალი აღარაა, იძულებით წამომიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე"

“შეცვალეს” ჩხორწყუს ორგანიზაციის აქტივისტი დღეს ქუთაისის სამხარაულის ექსოერტიზის ბიუროში შემოწმებაზე მიიყვანეს.

ოთარ შენგელიას განცხადებით, 30 იანვარს "ოცნების" წევრმა სცემა, რის გამოც იმ დღესვე მივიდა საავადმყოფოშო, მაგრამ მისი თქმით, საავადმყოფომ მას კარი ჩაუკეტა და ჯანმრთელობის ცნობის აღება ვერ მოახერხა. ოთარ შენგელიას თქმით, დღეს კი, როდესაც ცემის კვალი აღარ არსებობს, ის იძულებით მიიიყვანეს ექსპერტიზაზე.

"შეცვალეს" აქტივისტი ამ ფაქტს გუშინ წინ ჯუმბერ იზორიასთვის მის მიერ მწვავე კითხვების დასმას უკავშირებს. ოთარ შენგელიას თქმით, ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუში კონტრაბანდას მფაველობს.

"როდესაც მცემეს, მივედი და საავადმყოფოს კარი დამიკეტეს, იმ დღეს არ ჩამიტარდა ექსპერტიზა. დღეს, როდესაც ცემის კვალი აღარაა, იძულებით წამომიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე. ეს ხდება ჯუმბერ იზორიასათვის მწვავე კითხვების დასმის გამო და ამგვარად, ცდილობენ დამაშინონ, ჯუმბერ იზორია კონტრაბანდას მფარველობს და ცდილობს, ყველა გააჩუმოს", -განაცხადა ოთარ შენგელიამ.

მას შემოწმება სამხარაულის ბიუროში ამ წუთებში უტარდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა