|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადავიხადოთ უსიამოვნო გადასახადები მარტივად?

ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგვჭირვებია ჯარიმის გადახდა - იქნება ეს ავტობუსის, პარკინგის, პატრულის თუ სხვა ტიპის სახელმწიფო ჯარიმა. ბუნებრივია, ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მითუმეტეს, როცა არც ის იცი, სად და როგორ უნდა შეიტანო თანხა. 

 

თიბისი ფეიზე შეიქმნა იმისთვის, რომ ნებისმიერი გადახდის პროცესი მაქსიმალურად სწრაფად შეასრულო და შენი ფინანსებიც მარტივად აკონტროლო. ამიტომაც თიბისი ფეის პლატფორმებზე ჯარიმის გადახდასაც ძალიან მარტივად, რამდენიმე წუთში შეძლებ. 

 

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან ესტუმრე პლატფორმას www.tbcbpay.ge;
  2. სერვისების ჩამონათვალში იპოვე სახელმწიფო სერვისების კატეგორია;  
  3. აირჩიე შესაბამისი სერვისი;
  4. შეიყვანე პირადი ნომერი ან ჯარიმის კოდი;
  5. მონიშნე გადახდის მეთოდი და შეიყვანე ბარათის მონაცემები;
  6. გადახედე ინფორმაციას და დაასრულე გადახდა.
  7. თუკი გჭირდება, შეგიძლია, ელექტრონული ქვითარიც შეინახო.

 

თიბისი ფეის ვებსაიტიც და აპლიკაციაც სრულად მომხმარებელზეა მორგებული და გვთავაზობს მარტივ, სწრაფ და მოქნილ მომსახურებას. შეგიძლია ტრანზაქცია ნებისმიერ დროს შეასრულო, 24/7 და მშვიდად იყო, ვინაიდან იცი, რომ გადახდა მომენტალურად აისახება, ხოლო შენი პირადი ინფორმაციაც სანდო ხელშია.

 

როგორც ხედავ, ჯარიმების გადახდა არც თუ ისე რთული ყოფილა. არ დაგავიწყდეს, რომ ამ პლატფორმაზე კიდევ ასობით სხვა სერვისს იპოვი და შეძლებ, შენთვის საჭირო ყველა გადახდა მხოლოდ აქ - თიბისი ფეიზე შეასრულო. 



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა