|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცნობილია, როგორ განაწილდა მანდატები ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოში, რომელიც 35 წევრისადან შედგება,  ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები თითქმის თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები. 

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“  საკრებულოში 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრს პარტიული სიიდან შედის,, ხოლო 5 დეპუტატმა  მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა. 

რაც შეეხება დანარჩენ 17 მანდატს, ის სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატს მიიღებს, 12 პარტიული სიით ხოლო 2 მაჟორიტარი,  გახარია - საქართველოსთვის - 2 დეპუტატით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი, ერთი მანდატის მოპოვება კი  გიორგი ვაშაძის პარტიამ -"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეძლო. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა