|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ სააბაზანო ტექნიკა

აბაზანის სწორად შერჩეული პროდუქტები ბინაში მაქსიმალური კომფორტის მიღწევის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, სანტექნიკის არჩევისას არაერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. სივრცეში ტექნიკის სწორად გადანაწილება აუცილებელია, რათა აბაზანის ფუნქციურობა და კომფორტი შენარჩუნდეს.

ბაზარზე, დღესდღეობით სანტექნიკის მრავალფეროვანი პროდუქტები არსებობს და მათი შერჩევა გარკვეული მახასიათებლების ცოდნას მოითხოვს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე ზომის აბაზანის დაგეგმვისას. პატარა სივრცეში ყველა ნივთის მოთავსება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, სანტექნიკის შერჩევამდე საჭიროა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და პროფესიონალ სპეციალისტებთან კონსულტაცია. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ გათბობის მილების, სოკეტების და ვენტილაციის სისტემის განლაგება. 

სანტექნიკის საჭირო რაოდენობის და ტიპის დასადგენად გაითვალისწინეთ რამოდენიმე ძირითადი ნიუანსი:

  • ოთახის ზომა;
  • მომავალი სანტექნიკის მოწყობილობების რეგულარულ მომხმარებელთა რაოდენობა;
  • საჭირო ფუნქციურობა და პრაქტიკულობა;

მნიშვნელოვანია აბაზანაში მკაფიო გეგმა გქონდეთ და თითოეული ავეჯისთვის და სანტექნიკის პროდუქტებისთვის საჭირო ადგილი გამოყოთ. სივრცეში მდებარე თითოეული დეტალი ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული. 

ონკანები სანტექნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. დღესდღეობით პოპულარულია ქრომირებული ლითონისგან დამზადებული მოდელები (ასევე სპილენძისა და ბრინჯაოს ვარიანტები). ამასთან, რეტრო დიზაინის აქსესუარები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 

მთავარი ნიუანსი სააბაზანოს ნივთების შერჩევისას მათი ხარისხია. მაღალი ხარისხის მოწყობილობები ათწლეულების განმავლობაში მოგემსახურებათ. თქვენ პერიოდულად მხოლოდ სახარჯო კომპონენტების და მოძრავი ნაწილების შეცვლა მოგიწევთ. მსოფლიოში მოთხოვნადი ბრენდები, როგორიცაა Diagonal, Marine, Smart, Poseidon და ა.შ. მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქციის ხაზით გამოირჩევა. ასევე უმჯობესია ისეთი პროდუქტი შეიძინოთ, რომელიც ფლობს ISO სერტიფიკატს, რათა ეფექტური მუშაობის ოფიციალური გარანტია მიიღოთ.

 

სად შევიძინოთ სააბაზანო ტექნიკა?

11 წლიანი გამოცდილებით თერმოინდუსტრია საქართველოს ლიდერი კომპანიაა. მსოფლიოში წამყვანი პროდუქციით თერმოინდუსტრია მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროფესიონალთა გუნდი საჭირო ტექნიკის შერჩევაში დაგეხმარებათ და შეძენიდან მონტაჟამდე სრულყოფილ მომსახურებას გაგიწევთ. რაც მთავარია ერთ სივრცეში თითოეული პროდუქტის მოძიება დროს დაგიზოგავთ და სააბაზანო სივრცის გემოვნებით მოწყობაში დაგეხმარებათ.






ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა