|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომელ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერენ მხარს ქუთაისში? - სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია

საპარლამენტო არჩევნებში მხარს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს დავუჭერთ, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობას დადებენ  - აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლები. 
 
სამოქალაქო აქტივისტები დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა თავიანთი გზავნილი ვიდეორგოლად აქციონ და ამ ფორმით მიაწვდინონ ხმა პოლიტიკურ ძალებს.   
კლიპში მონაწილეობის მისაღებად საკანონმდებლო ინსტიტუტის ყოფილ შენობასთან პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების იდეით გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შეიკრიბნენ.
 
"ჩვენ  ვაგრძელებთ ბრძოლას ქალაქის სტატუსის დაბრუნებისთვის,  ვიდეორგოლი კი პოლიტიკური პარტიებისადმი ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი წინასაარჩევნო გზავნილი იქნება. ამ ვიდეო რგოლით  მკაფიოდ ვამბობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს დავუჭერთ, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობას დადებენ"- აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები.
 

ავტორი: ნიუპრესი