|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება

ქუთაისში, რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს კომპანია "ლა მოდერნა" განახორციელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. 

 კომპანიას ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების  განთავსებისათვის 3 თვის ვადა მიეცა.  როგორც კომპანიის წარმომადგენელმა "ნიუპრესს" განუცხადა, ხიდზე სამუშაოები ჯერ არ დაიწყება.

"პირველი ეტაპის სამუშაოები საამქროებში წარიმართება, უნდა მოხდეს ქვის  ფიგურებისა და ორნამენტების გამოკვეთა, რასაც დაახლოებით თვენახევარი - ორი თვე დაჭირდება, შემდეგ კი ადგილზე სამუშაოებისათვის, სავარაუდოდ, 10 დღე იქნება საკმარისი", -განაცხადა "ლა მოდერნას" წარმომადგენელმა დავით ხურციძემ. 

მისი თქმით, მართალია კომპანია თბილისში რეგისტირებულია, მაგრამ ქუთაისელების მიერაა დაფუძნებული და ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მისივე თქმით, სამუშაოებიც ქუთაისის საამქროებში შესრულდება, ხოლო დეკორატიული სვეტები და ორნამენტები ეკლარის ქვისგან დამზადდება.

რაც შეეხება ხიდზე სამუშაოებს,  კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა  საჭირო  არ იქნება. 

შეგახსენებთ, კომპანიამ  "შპს ლამოდერნამ" მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში  NAT180017409 გაიმარჯვა და  რუსთაველის ხიდზე  სამუშაოების ჩატარების უფლება მიიღო, რის სანაცვლოდაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 450 ლარს მიიღებს. პროექტი გივი თოდაძეს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება. 

 როგორც მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე არ იგეგმება რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ნიკიტინის ქუჩაზე ჩასასვლელის მოწყობა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, ამ სამუშაოებისათვის ცალკე ტენდერი გამოცხადდება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა