|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვეფხისტყაოსნის“ კალიგრაფიული წერის კონკურსი პოლონეთში

 პოლონეთის ქალაქ ლოძში რუსთაველის პოემის  პროლოგის კალიგრაფიული წერის კონკურსი გაიმართა, სადაც 10 საუკეთესო  მონაწილე გამოვლინდა.

10 საუკეთესო სტუდენტს, ასევე მონაწილე ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები წიგნები, სუვენირები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

„ქართველების სტუმრობა სასიამოვნო საჩუქარი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის. ლიცეუმის დირექტორმა სასიამოვნო ფაქტი უწოდა ქართველების ჩასვლას პოლონეთში და ისურვა კულტურული კავშირების გაღრმავება. სამახსოვრო საჩუქრები პოლონელ ახალგაზრდებსაც გადაეცათ. საჩუქები აჭარის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ფართენაძემ გადასცათ, ასევე გაიმართა ვიზიტი ქალაქის მერიაში. კონკურსი პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ეს არის პროექტი, რაც ითვალისწინებს "ვეფხისტყაოსნის" სრულად გადაწერას პოლონურ ენაზე“, -განაცხადა პროექტის   ხელმღვანელმა შალვა კამლაძემ.

მისი თქმით, პროექტი პოლონელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მოივლის მთელს პოლონეთს და თითოეულ ქალაქში საუკეთესო კალიგრაფიის მქონე 10 ახალგაზრდა დაჯილდოვდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა