|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას ვერ მივიღებ - მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციის დაძლევაზე „მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოცემულ წიგნში, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, საქართველოზეა საუბარი.

„უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ „მსოფლიო ბანკმა“, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. ამას გარდა, მოიწვიეს 9 ყოფილი გადამდგარი პროკურორი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ორი მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა, რამე მაინც გვიპოვეთ სააკაშვილზეო, მათ კი ხელები გაშალეს, ბოდიში, ვერაფერი ვიპოვეთო, ორი წელი იარეს უაზროდ იმათ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა