|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს საახალწლოდ ახალი გირლიანდებით მორთავენ

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში საახალწლოდ რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.  მერიამ უკვე  გამოაცხადა ტენდერები, რომლებიც  ქალაქის საახალწლოდ მორთვას ითვალისწინებს.

50 000 ლარად მოხდება საახალწლო მორთულობის მონტაჟი. მერია მიმწოდებელს ახალი გირლიანდების შეძენას ავალდებულებს.

18 200 ლარია გამოყოფილი ქუთაისში, ახალი წლის დღეებში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც  2016 წლის 29 დეკემბერიდან  2017 წლის 2 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

8 350 ლარი გამოიყო მერიის ახალგაზრდული ბანაკების მონაწილე ახალგაზრდებისათვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად.

ასევე გაიმართება წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება, რისთვისაც 12 000 ლარი გამოიყო.

ქუთაისშის რეაბილიტირებულ უბანში 6 300 ლარად საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" მოეწყობა.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში, საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" უნდა მოაწყოს 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
ამასთან,  თეატრის წინ განთავსდება მთავარი ნაძვის ხე, სადაც  გალა კონცერტი მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა