|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება"-გიორგი გახარია

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პროცედურები, რომლებიც სამწუხაროდ ამ საკანონდებლო ცვლილებამ ვერ გაიარა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ამ საკანონდებლო ცვლილებამ პროცედურები ვერ გაიარა.

"საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა განხორციელებულიყო, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ დანაპირებს შევასრულებთ და ეს კონსტიტუციაში გვიდევს.

არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წელს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი