|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი ყავთ. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შევიდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც ცნობილი გახდა, პაციენტი ორი კვირის წინ უკვე მკურნალობდა კლინიკაში, მას ტესტით ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს.

საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, გადაიყვანეს კლინიკაში და ვირუსი განმეორებით აღმოაჩნდა. 

სამედიცინი ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტი საჩხერელია და მოგზაურობის ისტორია აქვს. ის კარანტინში იყო და კონტაქტები არ აქვს.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ორ პაციენტებს, რომლის ანალიზები გუშინ ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 119 ანალიზი გაკეთდა და კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა